„მცირე ბიზნესის ჯაჭვი“ საქართველოს ბანკი ბიზნესისგან
small-business-chain-by-bank-of-georgia

როგორ გახდა ერთი მცირე ბიზნესი მეორის გაყიდვის არხი

„მცირე ბიზნესის ჯაჭვი“ საქართველოს ბანკი ბიზნესისგან

ავტორი: მარიამ ტურძილაძე

30.09.2026

რა შეიძლება გავაკეთოთ მცირე ბიზნესების მხარდაჭერისთვის? - ამ შეკითხვით დაიწყო საქართველოს ბანკის ბიზნესის მიმართულებამ კამპანიაზე მუშაობა, რომელმაც წლევანდელ Ad black sea-ზე Brand Experience & Activation-ის კატეგორიაში ოქრო აიღო.

200-ზე მეტი ჩართული ბიზნესი, 3000-ზე მეტი გამოყენებული ვაუჩერი და 23%-ით გაზრდილი გაყიდვები - დღეს მოგიყვებით, როგორ შექმნეს საქართველოს ბანკის ბიზნესის მიმართულებამ და supermarket agency-მ „მცირე ბიზნესის ჯაჭვი“ - კამპანია, სადაც ერთი მცირე ბიზნესი მეორის გაყიდვების არხად იქცა.

 

პრობლემა

მცირე ბიზნესებისთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ახალი მომხმარებლების მოზიდვა და ცნობადობის გაზრდაა. დიდი კომპანიებისგან განსხვავებით, ჩვეულებრივ, მათ არ აქვთ საკმარისი მარკეტინგული ბიუჯეტი და ფართომასშტაბიანი კომუნიკაციის რესურსი.


სწორედ აქ გაჩნდა მთავარი შეკითხვა - როგორ შეიძლება მხოლოდ ერთჯერადი მარკეტინგული აქტივობით კი არ დავეხმაროთ მათ, არამედ მასშტაბური მხარდაჭერის ჯაჭვი შევქმნათ?

 

მიგნება

მცირე ბიზნესებს ერთმანეთთან მეგობრული დამოკიდებულება აქვთ და ერთმანეთის მხარდაჭერით ძლიერი ქსელის შექმნა შეუძლიათ.

 

იდეა

არსებული მიგნების საფუძველზე ჩამოყალიბდა ბრიფიც სააგენტოსთვის. Supermarket-მა რამდენიმე იდეა წარუდგინა საქართველოს ბანკის ბიზნესის მიმართულებას. საბოლოოდ, „მცირე ბიზნესის ჯაჭვზე“ შეჯერდნენ, რადგან ეს იდეა ყველაზე კარგად პასუხობდა პრობლემასაც და მიგნებასაც.

ელენე კვირკველია, საქართველოს ბანკი ბიზნესის მარკეტინგის გუნდის უფროსი:


„ჯაჭვის იდეა გუნდში ძალიან მოგვეწონა, მაგრამ საცდელად მაინც დავუკავშირდით 10 ბიზნესს, კონკრეტული შეკითხვები დავუსვით და მათი პასუხების საფუძველზე შევკარით პროექტი. გადავწყვიტეთ დიდი ვიდეორგოლების გადაღების ნაცვლად, არსებული სივრცეები გვექცია ფლეისმენთად, სადაც ერთი ბიზნესი მეორეს რეკომენდაციას გაუწევდა. ასე ვაქციეთ ერთი მცირე ბიზნესი მეორე მცირე ბიზნესის გაყიდვის არხად.“

 

განხორციელება

კამპანიაში ჩართვა ყველა ბიზნესს შეეძლო, რომელიც ორ კრიტერიუმს აკმაყოფილებდა: 1. ჰქონდა საკუთარი ფიზიკური სივრცე და 2. ლოგიკური ბმა სხვა ბიზნესთან.


ერთ ობიექტზე მისულ სტუმარს ადგილზე მეორე ობიექტის ფასდაკლების ვაუჩერი ხვდებოდა, მეორე ადგილზე მისულს - მესამე და ა. შ. ასე შეიქმნა ჯაჭვი, რომელმაც კაფეები, ყვავილების მაღაზიები, ქოფიშოფები, სასტუმროები და სხვა ობიექტები გააერთიანა. ჯაჭვი თბილისს გასცდა და ბათუმშიც გაგრძელდა.

ლუკა ბულაური, Wine Square - მცირე ბიზნესის ჯაჭვის მონაწილე:


„კამპანიაში პირველივე დღიდან ჩავერთეთ. გარდა იმისა, რომ მცირე ბიზნესებისთვის ცნობადობის გაზრდა ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა, სარ
ესტორნო ბიზნესისთვის ივლისი და აგვისტო ყველაზე პასიური პერიოდია, ამიტომ დავინტერესდით, ჩავერთეთ და გაამართლა კიდეც. ოთხი თვეა ვარსებობთ და ჩვენნაირი ახალგაზრდა ბიზნესისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ბევრ ადამიანს გაეგო Wine Square-ზე. მასშტაბურმა კომუნიკაციამ და მედიააქტივობებმა ჩვენს რესტორანს დამატებითი ხილვადობა მოუტანა. ამას გარდა, ბიზნესებმაც უფრო ახლოს გავიცანით ერთმანეთი, იდეების გაცვლისა და მხარდაჭერისთვის ახალი სივრცე გაჩნდა.“

 

მარკეტინგული აქტივობა

„მცირე ბიზნესის ჯაჭვი“ კონკრეტული საბანკო პროდუქტის გაყიდვაზე არ ყოფილა მიბმული და სრულად ბიზნესების მხარდაჭერას ისახავდა მიზნად, საბოლოოდ კი - შესაბამისი კომუნის ჩამოყალიბებას.

მარკეტინგული აქტივობები მრავალ არხში გაიშალა - ჩართულ ობიექტებში განთავსდა კამპანიის პოსტერები და ვაუჩერები, ბიზნესები გაშუქდა საქართველოს ბანკის რითეილ არხებში, მობილბანკის შეთავაზებებში, SMS და newsletter კომუნიკაციაში, მედიაში, ფოტო- და ვიდეოკონტენტით დაიფარა მონაწილე ბიზნესების ნახევარზე მეტი.

 

შედეგები

მცირე ბიზნესების მხარდაჭერისთვის შექმნილი კამპანია რეალურად იქცა ერთმანეთის მხარდაჭერის საშუალებად. გარდა იმ აქტივობებისა, რომლებიც საქართველოს ბანკის ბიზნესის მიმართულებამ განახორციელა, ჩართულმა ბიზნესებმა თავად დაიწყეს ერთმანეთის ობიექტებში სტუმრობა, სოციალურ მედიაში ფოტო-ვიდეო მასალის განთავსება და სხვ. ანუ კამპანიის მონაწილეები თავად გახდნენ მისი გამავრცელებლები.

საბოლოოდ, კამპანიაში 200-ზე მეტი ბიზნესი ჩაერთო, 3000-ზე მეტი ვაუჩერი იქნა გამოყენებული და ჩართული ბიზნესების ჯამურმა გაყიდვების ზრდამ 23% შეადგინა.

 

ოქრო Ad black sea 2026-ზე

როგორც გითხარით, „მცირე ბიზნესის ჯაჭვმა“ Ad Black Sea-ზე Brand Experience & Activation-ის კატეგორიაში ოქრო მოიპოვა. როგორ?



როგორც წინა სტატიაში -
რა გვითხრა ad black sea 2026-მა - გიყვებოდით, სპიკერების გამოსვლებიდან ერთ-ერთი ძირითადი იდეა ეს იყო - ადგილობრივმა კონტექსტმა, რომელიმე კულტურულმა ნიუანსმა, ერთმა პატარა დაკვირვებამაც კი შეიძლება მთელი კამპანია გიკარნახოს. „მცირე ბიზნესის ჯაჭვის“ საფუძველიც სწორედ ასეთი დაკვირვება გახდა - გუნდმა დაინახა ქცევა, რომელიც ბიზნესებს შორის ისედაც არსებობდა, მაგრამ მკაფიო მექანიზმი შეიმუშავა და მასშტაბური საკომუნიკაციო კამპანიით გააძლიერა.

მართალია საქართველოს ბანკის ბიზნესის მიმართულებას კონკრეტული პროდუქტი არ მიუბამს კამპანიაზე, მაგრამ შექმნა მცირე ბიზნესების კომუნა, რომელთანაც მომავალშიც შეუძლია თანამშრომლობა - მათი ჩართვა პროექტებში, კამპანიებში, აქტივაციებში.

 

შეჯამებისთვის

„მცირე ბიზნესის ჯაჭვი“ ორ თვეს გაგრძელდა. მცირე ბიზნესებმა კამპანიის შედეგად მარკეტინგული გაშუქება, ცნობადობის გაზრდა, ახალი მომხმარებლები მიიღეს; მომხმარებლებმა - ახალი ადგილების აღმოჩენის მიზეზი; საქართველოს ბანკის ბიზნესის მიმართულებამ კი თავის გარშემო გააერთიანა მცირე ბიზნესების კომუნა.

ამ შედეგებს საერთაშორისო აღიარებაც მოჰყვა - ოქრო Ad black sea-ზე, თანაც კამპანიის დასრულებისთანავე.

თუმცა პროექტის ღირებულება მხოლოდ ორი თვის შედეგებით არ ფასდება. ბანკსა და კამპანიაში ჩართულ ბიზნესებს შორის უკვე შექმნილია ურთიერთობა, რომელიც მომავალში ახალ პროექტებად, აქტივაციებად და თანამშრომლობებად შეიძლება იქცეს. სწორედ ეს არის „მცირე ბიზნესის ჯაჭვის“ გრძელვადიანი ეფექტი - ერთი კამპანია დასრულდა, მაგრამ ახალი კამპანიები წინ არის. ან იქნებ ჯაჭვიც გაგრძელდეს ახალი მცირე ბიზნესების აღმოსაჩენად.




share: