კონფიდენციალურობის პოლიტიკა | Minds&Marketing

წესები და პირობები

ბოლო განახლება: 1.05.2025


წინამდებარე ვებ-გვერდის გამოყენება რეგულირდება შპს „მაინდსენდმარკეტინგ"-ის (საიდენტიფიკაციო ნომერი: 405765989), მიერ დადგენილი წესებითა და პირობებით.

ვებ-გვერდზე სტუმრობით, ან მასზე გამოქვეყნებული ინფორმაციის გამოყენებით, ადასტურებთ და სრულად ეთანხმებით მითითებულ ყველა დანაწესს, რომელიც შესაძლოა ცალმხრივად შეიცვალოს შპს „მაინდსენდმარკეტინგ"-ის მიერ გარკვეული პერიოდულობით, რაც დაფიქსირდება მოცემულ ვებ-გვერდზე და მასზე თქვენი სტუმრობა ნიშნავს შესაბამის პირობებზე დათანხმებას.


ვებ-გვერდის გამოყენება

ვებ-გვერდზე მითითებული ინფორმაცია განკუთვნილია მხოლოდ მომხმარებლების მიერ მისი პირადი გამოყენებისთვის. თქვენ ვალდებული ხართ, ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაცია, ასევე ვებ-გვერდის სტრუქტურა, გამოსახულება და დიზაინი არ გაავრცელოთ, არ გადასცეთ, არ მოახდინოთ მისი ასლების დამზადება ან/და რეპროდუცირება (მათ შორის სოციალურ მედიაში), არ გააკეთოთ ინფორმაციის კოპირება და/ან არ გამოიყენოთ იგი კომერციული მიზნებისთვის, შპს „მაინდსენდმარკეტინგ"-ის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. ასეთი თანხმობის გაცემა, წარმოადგენს შპს „მაინდსენდმარკეტინგ"-ის ერთპიროვნულ გადაწყვეტილებას. შპს „მაინდსენდმარკეტინგ"-ის წინასწარი წერილობითი თანხმობა არ არის საჭირო, თუ ვებ-გვერდზე მითითებული ინფორმაცია/შინაარსი გამოიყენება პირადი მოხმარების ან საგანმანათლებლო მიზნებისთვის. ნებისმიერ შემთხვევაში, ვებ-გვერდზე მითითებული ინფორმაციის/შინაარსის გამოყენება არ უნდა იწვევდეს არასწორი და/ან შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გავრცელებას.

დაუშვებელია ვებ.გვერდზე განთავსებული ინფორმაციის გამოყენება საკუთარი ან მესამე პირის პროდუქტის რეკლამირების, ინტერესის გაზრდის და შედარების მიზნებისთვის, მიუხედავად იმისა, რომ ვებ.გვერდზე განთავსებული ინფორმაცია ხელმისაწვდომია საჯაროდ. ინფორმაციის აღნიშნული მიზნით გამოყენების შემთხვევაში, სავალდებულოა შპს „მაინდსენდმარკეტინგ"-ის წინასწარი წერილობითი თანხმობა. ამასთან, შპს „მაინდსენდმარკეტინგ"-ის თავად შეარჩევს ინფორმაციის გამოყენებაზე უფლებამოსილ პირს, ინფორმაციის განთავსების მოდელს და განთავსებული ინფორმაციის ფარგლებს. შპს „მაინდსენდმარკეტინგ" უფლებამოსილია, ნებისმიერ დროს შეზღუდოს / აკრძალოს საკუთარი ინფორმაციის გამოყენება მესამე პირის მიერ.

ვებ-გვერდისა და სისტემის არაავტორიზებული გამოყენება (მათ შორის არარსებული დასახელებით და კოდით) სასტიკად აკრძალულია. იქ სადაც მოითხოვება რეგისტრაცია და პაროლის გამოყენება, თქვენ ვალდებული ხართ, კონფიდენციალურად შეინახოთ და არ დაუშვათ მესამე პირის მიერ ვებ-გვერდზე წვდომის შესაძლებლობა თქვენ მაგივრად.

 

ინტელექტუალური საკუთრება

ვებ-გვერდზე, მის შინაარსზე, სტრუქტურასა და დიზაინზე სრულად ვრცელდება შპს „მაინდსენდმარკეტინგ"-ის საავტორო უფლება. შპს „მაინდსენდმარკეტინგ"-ის  ექსკლუზიური უფლებები ვრცელდება ასევე პლათფორმის მიერ შექმნილ და რეგისტრირებულ ინტელექტუალური საკუთრების ნებისმიერ ობიექტზე, მათ შორის მის კუთვნილ სასაქონლო ნიშნებზე.

შპს „მაინდსენდმარკეტინგ"-ის საავტორო და სხვა ინტელექტუალური საკუთრების უფლებები ვრცელდება წინამდებარე ვებ-გვერდსა და მასზე არსებულ მთელ შინაარსზე (პროდუქტებისა და მომსახურების ჩათვლით).

აკრძალულია წინამდებარე ვებ-გვერდზე მითითებული ნებისმიერი ინფორმაციის/შინაარსის, მათ შორის ლოგო, პიქტოგრამა, გრაფიკა, სურათი, გამოსახულება, პატენტი, მომსახურების/სასაქონლო ნიშნები, დიზაინი, შპს „მაინდსენდმარკეტინგ"-ის მიერ შექმნილი ვიზუალური მედია და სხვა ინტელექტუალური საკუთრების (რეგისტრირებული, ან არარეგისტრირებული) უნებართვო გამოყენება, დამუშავება და გამოქვეყნება (მათ შორის სოციალურ მედიაში) პლათფორმის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. შპს „მაინდსენდმარკეტინგ"-ის თანხმობა არ არის საჭირო, თუ წინამდებარე მონაცემების გამოყენება ხორციელდება არაკომერციული, პირადი მიზნებისთვის და იმ შემთხვევებში, როცა წინასწარ თანხმობას არ ითვალიწინებს საქართველოს კანონმდებლობა, ან შესაბამისი საერთაშორისო რეგულაცია.

ინტელექტუალური საკუთრების ვებ-გვერდზე მითითება არ ნიშნავს მომხმარებლისათვის მის გამოყენებაზე ლიცენზიის მინიჭებას. ვებ-გვერდიდან მომხმარებლის მიერ ნებისმიერი ინფორმაციის კომერციული მიზნებისთვის გადმოწერა, ან ასლის დამზადება ჩაითვლება საქართველოს კანონმდებლობის დარღვევად.

წესებსა და პირობებში მითითებული არცერთი დანაწესი არ განიჭებთ უფლებას, ან ლიცენზიას წინამდებარე მუხლში ჩამოთვლილი შპს „მაინდსენდმარკეტინგ"-ის ინტელექტუალური საკუთრების გამოყენებაზე.

იმ შემთხვევაში, თუ შპს „მაინდსენდმარკეტინგ"-ის რომელიმე ვებ-გვერდი მომხმარებლებს ანიჭებს ჩატის, ინტერაქციისა, თუ დიალოგის/დისკუსიის გამართვის შესაძლებლობას, ვალდებულნი ხართ, წინამდებარე არხებში დააფიქსიროთ მხოლოდ ის ინფორმაცია, რომელზეც ფლობთ ინტელექტუალურ საკუთრებას, ან გაქვთ შესაბამისი პირის თანხმობა. ამასთან ერთად, შპს „მაინდსენდმარკეტინგ"-ს ანიჭებთ უფლებას დაამუშაოს (მათ შორის, გამოაქვეყნოს) თქვენ მიერ დაფიქსირებული ინფორმაცია კანონიერი, საკომუნიკაციო/საინფორმაციო (მათ შორის, საგამოფენოდ, კონკურსში მონაწილეობისათვის) მიზნებისათვის.

 

ვებ-გვერდზე მითითებული ბმულები

შპს „მაინდსენდმარკეტინგ" უფლებამოსილია ვებ-გვერდზე მიუთითოს ჰიპერბმულები, მესამე პირის მფლობელობაში არსებული ვებ-გვერდების ბმულები, თქვენივე ინფორმირებულობის უზრუნველსაყოფად. მესამე პირის მფლობელობაში არსებული ბმულები და მათზე მითითებული ინფორმაცია, არ ექვემდებარება შპს „მაინდსენდმარკეტინგ"-ის კონტროლს, ხოლო მათზე მოცემული პროდუქტებისა და შინაარსის სიზუსტე არ წარმოადგენს შპს „მაინდსენდმარკეტინგ"-ის პასუხისმგებლობის საგანს. შესაბამისად, თქვენ ხართ პასუხისმგებელი მესამე პირების რესურსებზე/ვებ-გვერდზე არსებული წესებისა და პირობების გაცნობაზე.