პატარა ნაბიჯებით დიდ სცენაზე
minds&marketing goes to cannes
დაბადებიდან ერთი წლის თავზე minds&marketing კანში მიდის!
ამ ერთმა წელმა, კითხვების დასმამ და პასუხების ზედაპირის მიღმა ძიებამ კარგ ნიშნულამდე მოგვიყვანა და საერთაშორისო კარიც გაგვიღო.
თუ აქამდე ადგილობრივ ბაზარს ვაკვირდებით და მიგნებებს შესაბამისად გიზიარებდით, ახლა შესაძლებლობა გვაქვს ლოკალურ კონტექსტს გავცდეთ და შემოქმედებითი ინდუსტრიის ყველაზე დიდი სცენიდან – Cannes Lions International Festival of Creativity – გაგიზიაროთ, რა სიგნალებია ინდუსტრიაში.
რადგან ამ გზაზე არასდროს ვყოფილვართ მარტო და პროცესში ბევრი ცნობისმოყვარე გონებაც შემოგიერთეთ, გადავწყვიტეთ, არც კანში წავიდეთ მარტო და თან თქვენი ცნობისმოყვარეობა გავიყოლოთ.
ასე მარტივად, your curiosity = our agenda.
კითხვებს წავიღებთ, პასუხებს წამოგიღებთ.

როგორ, ამას ქვემოთ მოგიყვებით, მანამდე კი მოკლედ შევაჯამებ
რა მოხდა ამ ერთ წელში
თუ ამ ერთი წლის განმავლობაში მიმდევრები და თანამოაზრეები შემოგიერთეთ, ალბათ უმეტესად იმის ხარჯზე, რომ პლატფორმიდან რეალური ხმა ისმის. თან, არაერთი.
ძალიან ბევრი ვიშრომეთ იმისთვის, რომ ჩვენი ხმა და ჩვენი ხმის მნიშვნელობა თქვენამდე მოგვეტანა. და თუ მონაცემებს დავუჯერებთ, გამოგვივიდა:
ერთმა დავიწყე, მალევე 5 გავხდით და ერთი წლის თავზე 12 ვართ. ორი ედიტორიალ ხაზით დავიწყეთ და ერთი წლის თავზე ექვსი გვაქვს.
ჯამში გამოვაქვეყნეთ 60+ სტატია, რომელსაც ყოველდღიურად, მსოფლიოს ყველა წერტილიდან კითხულობენ – ნამიბიაშიც კი.
გამოვაქვეყნეთ 100+ პოსტი
500+ სთორი
ჩავატარეთ 50+ ინტერვიუ
გავაშუქეთ 10+ ღონისძიება
გყავდა 20+ პარტნიორი
მემორანდუმი გავაფორმეთ 2 უნივერსიტეტთან
განვახორციელეთ 3 კვლევითი პროექტი
და ჯამში ჩვენი ხმა 1 200 000+ უნიკალურ ადამიანს გავაგონე,.
გულწრფელად რომ გითხრათ, ყველა ციფრზე უფრო მნიშვნელოვანი ჩემთვის ის უკუკავშირია, რომელსაც თქვენგან ვიღებ, განსაკუთრებით ახალგაზრდებისგან, სტუდენტებისგან - რომ გეხმარებით კვლევითი ნაშრომების გაკეთებაში, პროფესიულ ზრდაში, ყოველდღიურ საქმიანობაში.
და ის 200-ზე მეტი შეტყობინება ჩვენთან პოტენციურად დასაქმების შესახებ.
ამ ყველაფრითვის, მადლობა თქვენ გეკუთვნით. მათ, ვინც 1 წელია ჩვენს ხმას ისმენთ, იზიარებთ და თქვენსას გვაგონებთ.
ახლა დროა კანში წავიდეთ, ჩვენი ხმა იქ გავაჟღეროთ, ინდუსტრიის წამყვანი ხმებიც მოვისმინოთ და იქ გაგონილი თქვენც გაგიზიაროთ.
რა გვაქვს წინ?
და რადგან ცნობისმოყვარეობამ დაგვაკავშირა, ისევ ცნობისმოყვარეობით გავაძლიეროთ ჩვენი კავშირი:
- მოგვწერეთ თქვენი კითხვა (ინტერესი, აზრი, პერსპექტივა) ლენდინგ ფეიჯზე, კითხვებს გავაერთიანებთ, ჩვენს კონტენტ გეგმას თქვენს ცნობისმოყვარეობას მოვარგებთ და შესაბამისად დავგეგმავთ: რას დავესწროთ და რას – არა, რაზე გავაკეთოთ ფოკუსი, რაზე – არა, რა ვიკითხოთ, რაზე ვეძებოთ პასუხები.
იმისათვის, რომ არ გამოგრჩეთ, რა ხდება კადრს მიღმა კანის ლომების ფესტივალზე:
2. შემოგვიერთდით ინსტაგრამ არხზე, სადაც პირველები ნახავთ insider კონტენტს კანის ფესტივალიდან. თვალს მიადევნებთ, რა მოხდება კადრს მიღმა ჩვენს real-time მარკეტინგულ მოგზაურობაში. (channel coming soon.)
3. 22-26 ივნისს ფესტივალიდან რეალურ დროში გაგიზიარებთ მთავარ მიგნებებს, დაკვირვებებს და პასუხებს თქვენს კითხვებზე.
რადგან ჩვენი ხმა ერთი წელია ისმის და გვინდა უფრო დიდხანს და ხმამაღლა ისმოდეს, გამოგვყევით. გახდით ჩემი ონლაინ მეგზური კანზე, ჩვენ ხმას შენი ხმა დაამატე და ერთად გავაჟღეროთ დიდ სცენაზე.
და ესეც ასე, პატარა ნაბიჯებით, დიდ სცენაზე. ერთად.
