Studio liberty x Global Tech Weekend Tbilisi 2026
studio-liberty-x-global-tech-weekend-tbilisi-2026

studio liberty x global tech weekend tbilisi 2026

პარტნიორის პერსპექტივა

ავტორი: მარიამ ტურძილაძე

03/07/2026

ღონისძიების პარტნიორობა დღეს უბრალოდ სპონსორობაზე მეტია და ნიშნავს იმას, რომ ბრენდი უბრალოდ ფონზე კი არ ჩანს, არამედ ქმნის სივრცეს დიალოგისთვის, ირჩევს თემებს, რომლებიც მის პოზიციონირებასთან ახლოსაა, ამყარებს და აძლიერებს აუდიტორიასთან კავშირს - სწორედ ასე ყალიბდება ბრენდის პოზიციონირება მისთვის სასურველ ინდუსტრიებში.

დღეს Global Tech Weekend Tbilisi 2026-სა და Studio Liberty-ის მაგალითზე განვიხილავთ, როგორ შეიძლება ღონისძიების პარტნიორობა ბრენდის სტრატეგიის გაგრძელებად და მისთვის მნიშვნელოვანი თემების ირგვლივ დიალოგის პლატფორმად იქცეს.

 

studio liberty - global tech weekend tbilisi 2026-ის პარტნიორი

სტუდიო ლიბერთი ინოვაციური, პრემიუმ კლასის საბანკო მომსახურების ბრენდია, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს პრემიუმ მომსახურებას როგორც ბიზნესის, ისე პირადი საჭიროებებისთვის, საბანკო და არასაბანკო სერვისებსა თუ პროდუქტებს.



ლედი კოჭლამაზაშვილი, ლიბერთის პერსონალური ბანკინგისა და მომხმარებლისთვის ღირებულების შექმნის დეპარტამენტის ხელმძღვანელი:

„ჩვენი მთავარი მიზანია ადამიანებს გავუმარტივოთ ცხოვრება და შევთავაზოთ მათთვის ღირებული და საინტერესო სერვისები თუ პროდუქტები. ტექნოლოგიები ჩვენი სტრატეგიული მიმართულებაა, ასევე ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია სხვადასხვა სფეროს ადამიანების თანაკვეთა, შესაბამისად, Global Tech Weekend-ის პარტნიორობა სტრატეგიული გადაწყვეტილებაა.



როგორც Global Tech-ის მოძრაობა აერთიანებს სხვადასხვა ადამიანს, სტარტაპსა თუ ინვესტორს, სტუდიო ლიბერთიც ცდილობს, რომ მის სივრცეში და ბრენდში გააერთიანოს სხვადასხვა საინტერესო მიმართულება. მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო დონეზე გავიტანოთ ჩვენი ქვეყანა, Global Tech-ის მსგავსი ღონისძიებები და ნეთვორქინგის შესაძლებლობა კი საქართველოში არსებული ბიზნესებისთვის განვითარების ახალი შანსია.“

still human – „სტუდიო ლიბერთის“ ღონისძიება

Global Tech Weekend Tbilisi 2026-ის პირველ დღეს ღონისძიებები მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა სივრცეში მიმდინარეობდა. დღის ერთ-ერთი ღონისძიება თავად Studio Liberty-ის სივრცეში გაიმართა - პანელური დისკუსია, სადაც სხვადასხვა ქვეყნის შემოქმედებითი ინდუსტრიის წამყვანმა პროფესიონალებმა ისაუბრებს ხელოვნური ინტელექტის გავლენებზე და ამ გავლენებში ადამიანის როლზე. მოკლედ შევაჯამებ დისკუსიის დროს გამოთქმულ მოსაზრებებს:

დღეს მთელ მსოფლიოში AI-ის ბუმია, კომპანიები უამრავ ფულს ხარჯავენ, რომ ხელოვნური ინტელექტის სრული პაკეტები შეუძინონ თანამშრომლებს, რადგან სჯერათ, რომ პროცესების მაქსიმალური ავტომატიზაციით ხარჯებს მკვეთრად შეამცირებენ. თუმცა ეს ბოლომდე ასე არაა და ასეთი მიდგომა ხშირად აჩენს ე. წ. მოჩვენებით პროდუქტიულობას.


მაგალითად, როდესაც უმცროსი ანალიტიკოსი AI-ის დახმარებით ერთ ღამეში 40-გვერდიან პროექტს ამზადებს, კმაყოფილებას გრძნობს „შესრულებული სამუშაოს“ გამო, თუმცა რეალურად წარმოდგენა არ აქვს, რა წერია დოკუმენტში და ვერ იღებს მასზე პასუხისმგებლობას. კომპანიები იხდიან ფულს სიჩქარეში, მაგრამ კარგავენ შინაარსობრივ სიღრმეს, კრიტიკულ აზროვნებასა და ადამიანურ გამოცდილებას. მარკეტინგში კი ბევრი შედეგი სწორედ ადამიანური გამოცდილების საფუძველზე აიხსნება.

გარდა ამისა, ხელოვნური ინტელექტისგან განსხვავებით, რომელსაც არ აქვს თვითცნობიერება და წინასწარ გაწერილი პირობების შესაბამისად მოქმედებს, ადამიანს შეუძლია განსაჯოს, მიიღოს გადაწყვეტილებები, შეიცვალოს დროთა განმავლობაში და მართოს საკუთარი ქცევა.

შესაძლოა, AI-მ მომავალში ადამიანზე უკეთესადაც კი გააკეთოს თითქმის ყველაფერი - დახატოს, დაწეროს, შექმნას მუსიკა, მაგრამ კრეატივი პროცესია და არა შედეგი - მთავარი ამ პროცესით სიამოვნების მიღებაა. და დღეს შეიძლება სწორედ AI გახდეს საუკეთესო შეხსენება, თუ რა დავკარგეთ და რა უნდა დავაფასოთ ერთმანეთში. ანუ საბოლოოდ, Still Human…

 

მთავარი ღონისძიება Factory Tbilisi-ში

Global Tech Weekend Tbilisi 2026-ის მთავარი ივენთი Factory Tbilisi-ში შედგა. მთელი დღის განმავლობაში 5 სხვადასხვა სცენაზე ათობით ღონისძიება გაიმართა. მთელ ტერიტორიაზე იყო ათობით დიდი კომპანიისა თუ სტარტაპის სტენდები თითოეულის კარგად გასაცნობად. ეს დღეები იყო არაჩვეულებრივი შესაძლებლობა ნეთვორქინგისთვის, საკუთარი პროდუქტის, სერვისისა თუ შეთავაზების ინვესტორებისთვის გასაცნობად.

საბოლოოდ, Global Tech Weekend-მა 3 დღის განმავლობაში 200-ზე მეტი სპიკერი, 150-ზე მეტი კომპანია 300-ზე მეტი ინვესტორი 80-ზე მეტი ღონისძიება და 10 000-ზე მეტი სტუმარი გააერთიანა და ჩვენი ქვეყანა მსოფლიო ტექნოლოგიურ რუკაზე კიდევ ერთხელ მკაფიოდ გამოჩნდა.

გაგიზიარებთ რამდენიმე იდეას, რომლებიც მთავარი ღონისძიებიდან განსაკუთრებით დამამახსოვრდა:

  •          AI მზა ვარიანტებს გთავაზობს, რაც თავიდან იდეალურად ჟღერს, სანამ არ მიხვდები, რომ მათ შორის არჩევა ცალკე სრულგანაკვეთიანი სამსახურია.

  •          კორპორაციებისადმი ნდობა დაბალია, ხალხს ნამდვილი ადამიანების ნამდვილი გამოცდილების მოსმენა უნდა, ამიტომ არიან კონტენტ კრეატორები საჭირო.

  •          ბრენდი ერთ დღეში არ შენდება. შეიძლება ძალიან კარგი პროდუქტი გქონდეს, მაგრამ მთავარია, რით გამოირჩევი და რა ემოციურ გავლენას ახდენ მომხმარებელზე;

  •        თუ გინდა შექმნა კომპანია, რომელიც რეალურ სარგებელს მოუტანს მომხმარებელს, უნდა დაიწყო ადამიანებით: რა სჭირდებათ, როგორ გააუმჯობესებ შენი პროდუქტით მათ ცხოვრებას და როგორ გამოიწვევ ემოციებს.

 

ეს ფრაზები ისეთივე მრავალფეროვანია, როგორც მთელი ივენთი, რადგან ერთდროულად სხვადასხვა ადგილას სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს მოვუსმინეთ. სწორედ ეს არის Global Tech Weekend-ის გამორჩეულობის მთავარი ნიშანი - აქ ყველა პროფესიისა და ინტერესის ადამიანი ნახავს სასურველ ინფორმაციასა თუ შთაგონებას.

როგორც ზევით ვწერდი, Studio Liberty-ც ამ ღირებულებებსა და მიზნებზე დაყრდნობით გახდა Global Tech Weekend-ის პარტნიორი, რაც არა მხოლოდ ხილვადობას ნიშნავს, არამედ იმ თემებთან ასოცირებას, რომლებიც მის სტრატეგიასა და პოზიციონირებას განსაზღვრავს. ამიტომ არის, რომ ღონისძიების ფარგლებში ბრენდმა საკუთარი სივრცე არა პროდუქტის წარმოსაჩენად, არამედ იდეების, გამოცდილებისა და სხვადასხვა სფეროს პროფესიონალების დიალოგისთვის გამოიყენა.

მომავალ Global Tech Weekend-მდე!



share: