5 მთავარი ტენდენცია Cannes Lions 2026-დან
5-Defining-Trends-from-CannesLions2026

5 მთავარი ტენდენცია Cannes Lions 2026-დან

Trend Report

ავტორი: minds&marketing

05.07.2026

Cannes Lions International Festival of Creativity ყოველწლიურად აერთიანებს გლობალური კრეატიული ინდუსტრიის ყველაზე მნიშვნელოვან იდეებს, კამპანიებსა და პროფესიონალებს და გვაძლევს შესაძლებლობას, დავინახოთ არა მხოლოდ ის, რა მუშაობს დღეს, არამედ საერთოდ, რა მიმართულებით მიდის მარკეტინგული პროცესები.

 

2026 წელს minds&marketing პირველად დაესწრო Cannes Lions-ს აკრედიტებული მედიის სტატუსით. ხუთი დღის განმავლობაში ვუსმენდით ინდუსტრიის წამყვან მარკეტერებს, ბიზნეს ლიდერებს, კრეატორებსა და გლობალურ ბრენდებს, ვაკვირდებოდით გამარჯვებულ ნამუშევრებს და ვაანალიზებდით იმ იდეებს, რომლებიც მარკეტინგის მომავალს განსაზღვრავს.

 

ამ დაკვირვებების საფუძველზე მოვამზადეთ ტრენდების ანგარიში, სადაც მოცემულია ის ძირითადი ტენდენციები და ცვლილებები, რომლებიც დღეს ბრენდის სტრატეგიაზე, მომხმარებელთან ურთიერთობაზე, ტექნოლოგიების გამოყენებასა და კრეატიულობაზე ახდენს გავლენას.

 

ანგარიშის მიზანია, Cannes Lions-ზე მიღებული ცოდნა ქართულ მარკეტინგულ რეალობასთან დავაკავშიროთ და ერთ სივრცეში მოვუყაროთ თავი იმ მიგნებებს, რომლებიც მარკეტერებს, ბრენდ მენეჯერებსა და ინდუსტრიის სხვა სპეციალისტებს მომავალი გადაწყვეტილებების მიღებაში გამოადგებათ.

 

ანგარიში ხელმისაწვდომია როგორც ქართულ, ისე ინგლისურ ენაზე. გადმოსაწერად დააჭირეთ შესაბამის ბმულს:

 

5 მთავარი ტენდენცია Cannes Lions 2026-დან (GEO)

 

5 Defining Trends from Cannes Lions 2026 (ENG)

 

 

share: